მივყვეთ ქრონოლოგიურად, ვწერ არა როგორც მწერალი და არა როგორც ჟურნალისტი. ჩვენ ვცხოვრობთ თბილისში. 10 ვლის ვაჟიშვილი-გიორგი ნათესავების მიივვევით იმყოფებოდა მოსკოვში. 10 აგვისთოს იგი თურქეთის ავიახაზებით მოფრინავდა თბილისში. ვინაიდან პირდაპირი რეისი მოსკოვი-თბილისი არ დაფრინავს ამიტომ იგი მოფრინავდა მოსკოვი-სტამბული და სტამბული-თბილისით. ორივე რეისს ასრულებდა თურქული ავიაკომპანია. გიორგი მოფრინავდა მარტო. მოსკოვიდან იგი გამოაცილა დეიდამ ყველა ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაციით. მოსკოვიდან ბავშვი შეფერხების გარეშე გამოფრინდა. განსხვავება რეისებს შორის იყო ორი საათი. ერთი საათით ადრე თვითმფრინავის ჩამოფრენამდე ჩვენ დასახვედრად წავედით აეროფორტში, სადაც გზად მიმავლებს გიორგი შეშინებული ხმით გვირეკავს უცხო ნომრიდან და გვეუბნება რომ რეისიდან სტამბული-თბილისი იგი ჩამოსვეს, ზის მოსაცდელ დარბაზში და არ იცის რა ქნას. მეტი ვერაფერი ვერ გვითხრა ვინაიდან სხვისი ტელეფონით სარგებლობდა და დიდხანს საუბარი არ შეეძლო.
მიუხედავათ იმისა რომ ავიაკომფანიის წარმომადგენლებს ჩვენი ყველა საკონტაქტო ნომერი ქონდათ მათ არაფერი შეუტყობინებიათ. სასწრაფოდ წავედით კომფანიის ოფისში, მადლობა ღმერთს რომ ბილეთი სათაო ოფისში გვქონდა აღებული და იმის გამო რომ გიორგის სჭირდებოდა გამცილებელი გვაიძულეს აგვეღო ბილეთი- ბიზნეს კლასი. როდესაც ჩვენ ვკითხეთ რატომ ჩამოსვეს ბავშვი ტრანზიტულ აეროფორტში, გვიპასუხეს რომ ყველაფერი ნორმალურადაა, რომ ბავშვი ზის თვითმფრინავში და წადით დახვდითო (წარმოიდგინეთ ჩვენი მდგომარეობა, ბავშვს რომ არ დაერეკა და ჩვენ რომ მას დაველოდებოდით, რა დაგვემართებოდა..... საოცრებაა !!!) ჩვენ ვუთხარით როგორ არის ის თვითმფრინავში, როცა მან დარეკა და გვითხრა თავისი მდგომარეობა (ხელმეორედ აღარ მოგახსენებთ). მაშინ გვითხრეს რომ თვითმფრინავმა მოსქოვიდან დააგვიანა და მას გაუფორმეს ბილეთი ღამის რეისზე (8 საათის შემდეგ) მე ავუხსენი რომ მოსკოვიდან თვითმფრინავი დროულად გამოფრინდა და არანაირად არ დაუგვიანია. მითუმეტეს როცა რეისებს შორის სხვაობა მხოლოდ 2 საათი იყო.
ავიაკომპანიის წარმომადგენელმა (ვითომ საქმიანი იერით რეკავდა სტამბულში რათა სიტუაცია ეკონტროლებინა) შეგვატყობინა რომ ბიჭუნამ გაისეირნა და დააგვიანდა რეისზე????!!! რას მელაპარაქებით? 10 წლის ბავშვი რომელიც თქვენი ფირმის პატრონაჯის ქვეშ იმყოფება სასეირნოდ წავიდა? მე კატეგორიულად მოვითხოვე სტამბულთან დაკავშირება და გიორგის მოძებნა. ნახევარ საათში ბავშვი ტელეფონით დაგვაკავშირეს და როდესაც მან უთხრა, რომ ჩამოსვეს თვითმფრინავიდან, კომფანიის წარმომადგენლებმა მეც და ჩემს მეუღლესაც არანორმალურები გვიწოდეს და დაცვის დახმარებით გარეთ გამოგვყარეს. წავედით თურქეთის საელჩოში და სიტუაციის შესახებ მოვახსენეთ, სადაც გვირჩიეს რომ გაგვეცხადებინა ქართულ ფოლიციაში. ბავშვი მგზავრობდა 28 საათის განმავლობაში. იგი ჩამოფრინდა ღამის სამ საათზე ბარგის გარეშე, რომელიც მეორე დღეს მივიღეთ. ამ არანორმალური გამოხტომის მიზეზი დღემდე უცნობია. კომფანია არ ფიქრობს ბავშვს მოუხადოს ბოდიში ამ არაადამიანური საქციელის გამო. ალბათ თვლიან რომ ვინაიდან იგი ჯანმრთელი და ცოცხალია, კომფანიამ თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა.
გვახსოვს რუსები ჩვენს მოქალაქეებს სატვირთო თვითმფრინავებით უშვებდნენ, თურქები თვლიან რომ ჩვენი ბავშვების ჩამოყრა თვითმფრინავიდან არაფერია. ალბათ, იციან რომ ბავშვის გულისთვის პასუხს არავინ ითხოვს. შეიძლება მე ვცდები და საქართველოს მთავრობა პასუხს მოითხოვს კომფანიისგან, რომელიც ასე ექცევა საქართველოს მოქალაქეებს.
დღეს ჩამოაგდებენ ბავშვს თვითმფრინავიდან, ხვალ კი შეიძლება გამოსასყიდი მოითხოვონ თუ ამაზე არავის რეაქცია არ ექნება.
იყავით ფრთხილად და არ ისარგებლოთ კომფანია Turkish Airlines ის მომსახურებით!










